დღე-6
ტრენინგი ახალ ფაზაში გადავიდა, ჩვენივე მოფიქრებული პროექტები თავსატეხად გვექცა...
მოსწავლის როლი არც თუ ისე ადვილი გამოდგა. მოთხოვნამ საკმაოდ დაგვაფიქრა,თუმცა გავითავისეთ. დავგეგმეთ,როგორ დაისახოს პრობლემის გადასაჭრელი გზები, როგორ წარმოებდეს კვლევა, როგორ აიგოს დიაგრამა, რომელშიც აისახება კვლევის შედეგები.
დღის დასაწყისში კარგი იყო ერთმანეთზე გაკეთებული კომენტარების კიდევ ერთხელ მოსმენა, ანალიზი, საჭირო რჩევები, რაც გვანცას დამსახურებაა.
მადლობა, ამ დღის წყალობით ჩემი პედაგოგიური გამოცდილება კიდევ უფრო გაიზარდა. შემდეგისთვის, პროექტის განხორციელებისას, მეცოდინება, რეალურად როგორ დავგეგმო იგი...
ყველა წინააღმდეგობა და ბარიერი ხომ უკვე თითქმის ერთად გადავლახეთ!
მადლობა...
დღის დასაწყისში კარგი იყო ერთმანეთზე გაკეთებული კომენტარების კიდევ ერთხელ მოსმენა, ანალიზი, საჭირო რჩევები, რაც გვანცას დამსახურებაა.
მადლობა, ამ დღის წყალობით ჩემი პედაგოგიური გამოცდილება კიდევ უფრო გაიზარდა. შემდეგისთვის, პროექტის განხორციელებისას, მეცოდინება, რეალურად როგორ დავგეგმო იგი...
ყველა წინააღმდეგობა და ბარიერი ხომ უკვე თითქმის ერთად გადავლახეთ!
მადლობა...
დღე-5
ტრენინგის მეხუთე დღეს ვისწავლეთ პრეზენტაციების ატვირთვა ონლაინ რეჟიმში, ბლოგზე ჩაშენება, გამოქვეყნება, ატვირთულ დოკუმენტში ჩასწორებების შეტანა, ასევე, როგორ დავიცვა საავტორო უფლებები, რომ არ გამომივიდეს სხვისი ნამუშევრის მიტაცება, მნიშვნელოვანი იყო უკუკავშირის ფორმებისა და ინტერნეტში მოძიებული მასალების სანდოობის დადგენა. რა თქმა უნდა, დღევანდელმა დღემ კიდევ უფრო ამიმაღლა ტექნოლოგიური ცოდნის დონე და საოფისე პროგრამების ცოდნაც გამიღრმავდა. ამას შესანიშნავად გამოვიყენებ სასწავლო პროცესში, არა მარტო პროექტების მომზადებაში დამეხმარება, არამედ სხვა აქტივობების განხორციელებაშიც, თან ჩემი მუშაობა ონლაინში აისახება, რაც ჩემს პასუხისმგებლობას გაზრდის, ჩემი და ჩემი მოსწავლეების შრომა ხომ ამის საშუალებით მუდმივი მონიტორინგის ქვეშ იქნება...
დღე-4
დღეს ,ვთვლი რომ,პროექტის ყველაზე ლამაზ ნაწილს შევეხეთ,რაც საინტერესო და აუცილებელიცაა ნორმალური პროექტის წარმოსადგენად.საპრეზენტაციო ფაილი,მისი შევსება,ტრენერის მიერ გემრიელად და ადვილად მოწოდებული მასალა ერთობ სასიამოვნო იყო.
დღე 3
ძალიან კმაყოფილი ვარ დღევანდელი დღით.მნიშვნელოვან საკიტხებს შევეხეთ:სტანდარტების შესაბამისოპა პროექტგაკვრტილისტვის,მიმარტულების მიმცემი კიტხვების სწორად შერჩევა,რაც აუცილებელია გაკვეთილის სწორად წარმართვაშ....,განხილვა თითოეული ცევრის მიერ შერჩეული კითხვებისა,დისკუსია მათ ირგვლივ დამეხმარა სწორად ორიენტირებაში///////გმადლობთ გვანცა
დღე 2
დღევანდელი დღე ყველაზე საინტერესო და სახალისო იყო.დრო,4 საათი, ისე გავიდა, ვერც გავიგე.ვისწავლე ის,რაც ურთულესი მეგონა და, საერთოდ,ვერც ვიფიქრებდი თუ შევძლებდი ბუკლეტების გაკეტებას,ჩემი გემოვნებით შერჩევას....კორექტირება გავუკეტე ჩემს მიე შექმნილ პროეკტებს.მოვისმინეთ ახალი იდეები,მატი გადაწყვეტის სწორი გზები/დიდი მადლობა გვანცა ყველაფრისთვის.ნამდვილი პროფესიონალი ხართ
No comments:
Post a Comment