Wednesday, November 19, 2014

დღე 9


პროექტის პორტფოლიო

ეს დღე ჩემთვის იყო ძალიან ნაყოფიერი, რადგან დღეს უნდა განგვესაზრვრა ჩვენი დონე, შესაბამისად, შავი და თეთრი პიარი იყო ამის გარანტი. სხვისი დადებითი და უარყოფითი შეფასებები ძალიან საჭირო აღმოჩნდა, იმისათვის,რომ აღმომეჩინა ჩემი დადებითი დ უარყოფითი მხარეები.... ძალიან დიდი მადლობა ყველას, პროექტის ორგანიზატორებს,  და გვანცასსსსსს!მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დავიღალე, მაინც თითქოს გული მტკივა, რომ ეს ყველაფერი დასასრულს მიუახლოვდა. ძალიან კმაყოფილი ვარ შეძენილი ცოდნით.თითქოს ერთი ორად გავიზარდე, ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს აქამდე თვალებახვეული დავდიოდი.მიღებულ ცოდნას აუცილებლად გავაუმჯობესებ და დავნერგავ პრაქტიკაში
.

მოდულის შეჯამება
ეს მოდული რთული,მაგრამ აუცილებელი გამოდგა.ეს არ იყო მხოლოდ ტექნოლოგიის ფლობა:აუცილებელი დეტალები გაკვეთლისთვის,მიზნები,სწორი ხედვა-ის უნარებია,რომელიც აქ გავაღრმავეთ.    აუცილებლად უნდა აღვნიშნო, გვანცა მასწავლებლის შრომისმოყვარეობა, მოთმინება, კორექტულობა.თავისი საქმის ცოდნა. იგი ჩემთვის მისაბაძი ადამიანია.ამასთანავე არ დამავიწყდება ჩემი კოლეგები, სასიამოვნო იყო მათთან ერთად მუშაობა.







Sunday, November 16, 2014

დღე 8
ტრენინგის მერვე დღე, ვუახლოვდებით დასასრულს. 
დღეს  განვიხილეთ, როგორ შევქმნათ სასწავლო გარემო პროექტებზე დაფუძნებული სწავლების წარმართვის დროს. ასევე, როგორ გამოვიყენო ტექნოლოგიები ჩემი და ჩემი მოსწავლეების პროდუქტულობის გაზრდისა და სწავლების პრაქტიკის გაუმჯობესებისათვის, გავერკვიე, როგორ ვიმუშაო ბლოგზე, როგორ შევცვალო მისი დიზაინი, დავამატო ბმულები და ა. 
დიდი მადლობა,გვანცა

Saturday, November 15, 2014

დღე-7

დღევანდელი დღე იყო რთული,მაგრამ აუცილებელი.გავეცანით გარდნერისა და ბლუმის ტაქსონომიის სწორად გამოყენენებას სასწავლო პროცესში,დიფერენცირებული სწავლების მნიშვნელობისთვის.ეს მოდული დამეხმარა, გამეანალიზებინა დამოუკიდებელი სწავლების როლი და ურთიერთდამოკიდებულება რამდენიმე თვალსაზრისით.დიდი მადლობა,გვანცა,ყოჩაღ, ამდენ ადამიანთან, რომ ასე "ბედნიერად" მოგაქვს მასალა......

რეფლექსია


დღე-6
რენინგი ახალ ფაზაში გადავიდა, ჩვენივე მოფიქრებული პროექტები თავსატეხად გვექცა...
 მოსწავლის როლი არც თუ ისე ადვილი გამოდგა. მოთხოვნამ  საკმაოდ დაგვაფიქრა,თუმცა გავითავისეთ. დავგეგმეთ,როგორ დაისახოს პრობლემის გადასაჭრელი გზები, როგორ წარმოებდეს კვლევა, როგორ აიგოს დიაგრამა, რომელშიც  აისახება კვლევის შედეგები.
დღის დასაწყისში კარგი იყო ერთმანეთზე გაკეთებული კომენტარების კიდევ ერთხელ მოსმენა, ანალიზი, საჭირო რჩევები, რაც  გვანცას დამსახურებაა.
მადლობა, ამ დღის წყალობით ჩემი პედაგოგიური გამოცდილება კიდევ უფრო გაიზარდა.  შემდეგისთვის, პროექტის განხორციელებისას,  მეცოდინება, რეალურად როგორ დავგეგმო იგი...
ყველა წინააღმდეგობა და ბარიერი ხომ უკვე თითქმის ერთად გადავლახეთ!
მადლობა...





დღე-5

ტრენინგის მეხუთე დღეს ვისწავლეთ პრეზენტაციების ატვირთვა ონლაინ რეჟიმში, ბლოგზე ჩაშენება, გამოქვეყნება, ატვირთულ დოკუმენტში ჩასწორებების შეტანა, ასევე, როგორ დავიცვა საავტორო უფლებები, რომ არ გამომივიდეს სხვისი ნამუშევრის მიტაცება, მნიშვნელოვანი იყო უკუკავშირის ფორმებისა და ინტერნეტში მოძიებული მასალების სანდოობის დადგენა.  რა თქმა უნდა, დღევანდელმა დღემ კიდევ უფრო ამიმაღლა ტექნოლოგიური ცოდნის დონე და საოფისე პროგრამების ცოდნაც გამიღრმავდა. ამას შესანიშნავად გამოვიყენებ სასწავლო პროცესში, არა მარტო პროექტების მომზადებაში დამეხმარება, არამედ სხვა აქტივობების განხორციელებაშიც, თან ჩემი მუშაობა ონლაინში აისახება, რაც ჩემს პასუხისმგებლობას გაზრდის, ჩემი და ჩემი მოსწავლეების შრომა  ხომ ამის საშუალებით მუდმივი მონიტორინგის ქვეშ იქნება...



დღე-4

დღეს ,ვთვლი რომ,პროექტის ყველაზე ლამაზ ნაწილს შევეხეთ,რაც საინტერესო და აუცილებელიცაა ნორმალური პროექტის წარმოსადგენად.საპრეზენტაციო ფაილი,მისი შევსება,ტრენერის მიერ გემრიელად და ადვილად მოწოდებული მასალა ერთობ სასიამოვნო იყო.


 დღე 3

ძალიან კმაყოფილი ვარ დღევანდელი დღით.მნიშვნელოვან საკიტხებს შევეხეთ:სტანდარტების შესაბამისოპა პროექტგაკვრტილისტვის,მიმარტულების მიმცემი კიტხვების სწორად შერჩევა,რაც აუცილებელია გაკვეთილის სწორად წარმართვაშ....,განხილვა თითოეული ცევრის მიერ შერჩეული კითხვებისა,დისკუსია მათ ირგვლივ დამეხმარა სწორად ორიენტირებაში///////გმადლობთ გვანცა


 დღე 2


 დღევანდელი დღე ყველაზე საინტერესო და სახალისო იყო.დრო,4 საათი, ისე გავიდა, ვერც გავიგე.ვისწავლე ის,რაც ურთულესი მეგონა და, საერთოდ,ვერც ვიფიქრებდი თუ შევძლებდი ბუკლეტების გაკეტებას,ჩემი გემოვნებით შერჩევას....კორექტირება გავუკეტე ჩემს მიე შექმნილ პროეკტებს.მოვისმინეთ ახალი იდეები,მატი გადაწყვეტის სწორი გზები/დიდი მადლობა გვანცა ყველაფრისთვის.ნამდვილი პროფესიონალი ხართ